logo

წესები და პირობები

სტარტაპ კატალოგის ვებგვერდის წესები და პირობები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა (T&C & Privacy Policy)

 

 

1. ზოგადი დებულებები

  • 1.1. პლატფორმაზე შესვლით, დათვალიერებით ან რეგისტრაციით (მომხმარებელი/სტარტაპი) თქვენ ადასტურებთ, რომ სრულად ეთანხმებით ამ დოკუმენტში მოცემულ ყველა წესსა და პირობას.

  • 1.2. სერვისის აღწერა: სტარტაპ კატალოგი არის უფასო, ღია პლატფორმა, რომელიც აერთიანებს საქართველოში დაფუძნებული სტარტაპების საჯარო, საინფორმაციო პროფილებს.

  • 1.3. ცვლილებები: ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს შევცვალოთ ეს წესები და პირობები. ცვლილებების შესახებ შეტყობინება განთავსდება ვებგვერდზე.
     

2. სტარტაპის რეგისტრაცია და ანგარიში

  • 2.1. სტარტაპის კრიტერიუმები: პლატფორმა განკუთვნილია მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული/ოპერირებადი კომპანიებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ სტარტაპის კრიტერიუმებს (ინოვაცია, ზრდის პოტენციალი და სხვა).

  • 2.2. ინფორმაციის სიზუსტე და პასუხისმგებლობა: სტარტაპის წარმომადგენელი სრულად პასუხისმგებელია მის მიერ შეყვანილი ყველა ინფორმაციის (კომპანიის სახელი, აღწერა, ფინანსური მონაცემები, კონტაქტები) სისწორესა და სიზუსტეზე. ასევე შეყვანილი მასალების საავტორო უფლებებზე.

  • 2.3. უფლებამოსილება: რეგისტრაციით ადასტურებთ, რომ გაქვთ შესაბამისი კომპანიის სახელით მოქმედების უფლებამოსილება.
     

3. ინტელექტუალური საკუთრება და შინაარსის ლიცენზია

  • 3.1. მომხმარებლის მიერ გენერირებული შინაარსი (UGC): ლოგოები, პროფილის ტექსტები, სურათები და სხვა ინფორმაცია, რომელსაც სტარტაპი ათავსებს, რჩება სტარტაპის საკუთრებაში.

  • 3.2. ლიცენზია პლატფორმისთვის: სტარტაპის მიერ ინფორმაციის განთავსებით, ის ანიჭებს სტარტაპ კატალოგს გამოყენების, ჩვენების, საჯარო გავრცელების, კოპირების უფლებას, რაც აუცილებელია კატალოგის ფუნქციონირებისა და პოპულარიზაციისთვის.
     

4. აკრძალული ქმედებები და შეზღუდვები

  • 4.1. უკანონო შინაარსი: აკრძალულია ნებისმიერი შინაარსის განთავსება, რომელიც არის უკანონო, შეურაცხმყოფელი, დისკრიმინაციული, ცილისმწამებლური ან არღვევს მესამე პირის უფლებებს (მათ შორის საავტორო უფლებებს).

  • 4.2. სისტემის ხელყოფა: დაუშვებელია ვებგვერდის ფუნქციონირებაში ხელის შეშლა, მონაცემთა მასობრივი ავტომატური მოპოვება (Scraping), უსაფრთხოების სისტემების გვერდის ავლა ან მავნე კოდების გავრცელება.

  • 4.3. პროფილირების სტანდარტი: პროფილში განთავსებული ინფორმაცია უნდა ეხებოდეს უშუალოდ სტარტაპის საქმიანობას და არა პოლიტიკურ, რელიგიურ ან სხვა შეუსაბამო თემებს.
     

5. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

  • 5.1. ინფორმაციის ნამდვილობა: სტარტაპ კატალოგი არ არის პასუხისმგებელი სტარტაპის პროფილში არსებული ნებისმიერი ინფორმაციის სიზუსტეზე, სისრულესა და ნამდვილობაზე.

  • 5.2. გაფრთხილება ინვესტორებსა და პარტნიორობით დაინტერესებულ კომპანიებს/დაინტერესებულ პირებს: ნებისმიერი კომერციული გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელია ინფორმაციის გადამოწმება (Due Diligence).

  • 5.3. ურთიერთობები: ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი სტარტაპებსა და მესამე პირებს შორის დადებულ გარიგებებზე, შეთანხმებებზე ან წარმოშობილ დავებზე.

 


 

კონფიდენციალურობის პოლიტიკა (Privacy Policy)

 

ეს პოლიტიკა განმარტავს, თუ რა მონაცემებს ვაგროვებთ, როგორ ვიყენებთ მათ და როგორ ვიცავთ თქვენს კონფიდენციალურობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

6. მონაცემთა შეგროვება

  • 6.1. სტარტაპის რეგისტრაციის მონაცემები: ჩვენ ვაგროვებთ იმ მონაცემებს, რომლებსაც სტარტაპი ნებაყოფლობით გვაწვდის პროფილის შესაქმნელად. ეს შეიძლება მოიცავდეს:

    • სტარტაპის საჯარო ინფორმაცია (სახელი, აღწერა, ვებგვერდი, ლოგო და სხვა).

    • საკონტაქტო პერსონის მონაცემები: სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი, და სხვ. 

  • 6.2. ავტომატურად შეგროვებული მონაცემები: პლატფორმის სტაბილური მუშაობისთვის შეიძლება შევაგროვოთ ტექნიკური ინფორმაცია: IP მისამართი, ბრაუზერის ტიპი, გვერდებზე გატარებული დრო, ქუქი-ფაილები (Cookies).
     

7. მონაცემთა გამოყენება და მიზანი

ჩვენ ვაგროვებთ და ვიყენებთ მონაცემებს შემდეგი მიზნებისთვის:

  • სერვისის მიწოდება: სტარტაპის პროფილის საჯაროდ ჩვენება კატალოგში.
  • კომუნიკაცია: სტარტაპის წარმომადგენელთან დაკავშირება ანგარიშთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად.
  • პლატფორმის ანალიზი: მომხმარებლის ქცევის გაგება და სერვისის გაუმჯობესება.
  • უსაფრთხოება: თაღლითობისა და წესების დარღვევის პრევენცია.
     

8. მონაცემთა საჯაროობა და გაზიარება

  • 8.1. საჯარო ინფორმაცია: სტარტაპის პროფილში განთავსებული ყველა ინფორმაცია (აღწერა, ლოგო, საჯარო კონტაქტები) არის საჯარო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი ვიზიტორისთვის.

  • 8.2. გაზიარება მესამე პირებთან: ჩვენ არ ვყიდით და არ ვაქირავებთ თქვენს პირად (არასაჯარო) მონაცემებს. მონაცემები შეიძლება გაზიარდეს:

    • სამართლებრივი ვალდებულების საფუძველზე (სამართალდამცავი ორგანოების კანონიერი მოთხოვნის შემთხვევაში).

    • სერვისის მიმწოდებლებთან (მაგ. ჰოსტინგის სერვისი, ანალიტიკური ინსტრუმენტები), რომლებიც ვალდებულნი არიან დაიცვან კონფიდენციალურობა.
       

9. ქუქი-ფაილები (Cookies)

  • ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს ვებგვერდის ფუნქციონალობის გასაუმჯობესებლად, მომხმარებლის პრეფერენციების დასამახსოვრებლად და ანალიტიკური ინფორმაციის შესაგროვებლად. თქვენ შეგიძლიათ გამორთოთ ქუქი-ფაილები თქვენი ბრაუზერის პარამეტრებში.
     

10. საკონტაქტო ინფორმაცია 

  • შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვწეროთ მოცემულ ელ.ფოსტაზე: info@startupcatalog.ge