Horsetoursguide არის საცხენოსნო ტურიზმის განვითარების ინოვაციური გადაწყვეტა — მარკეტფლეისი, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა ტიპის საცხენოსნო ტურს. პლატფორმა გიდებსა და რანჩოებს აძლევს შესაძლებლობას სრულად გააციფრულონ საკუთარი სერვისი, ხოლო მომხმარებლებს — აღმოაჩინონ, შეადარონ და ონლაინ დაჯავშნონ მათთვის სასურველი საცხენოსნო თავგადასავალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
პლატფორმა შექმნილია ერთი მთავარი იდეით: საცხენოსნო ინდუსტრიის განვითარება, სტანდარტიზაცია და ციფრული ტრანსფორმაცია, სადაც დღემდე ბევრი პროცესი ხელით, შეფერხებითა და თანამედროვე ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გარეშე მიმდინარეობს.
ჩვენ მოვახდინეთ ციფრული რევოლუცია საცხენოსნო ტურიზმის ინდუსტრიაში — შევქმენით პლატფორმა, რომელიც გიდებსა და რანჩოებს უმარტივებს გაციფრულებასთან დაკავშირებულ ყველა დაბრკოლებას: ტურის ატვირთვა, კალენდრის მართვა, გაუქმებები, გადაჯავშნა და მომხმარებელთან კომუნიკაცია. მეორე მხარეს, მომხმარებლებისთვის Horsetoursguide არის ერთიანი პლატფორმა, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი სირთულისა და ხანგრძლივობის ტურის მოძებნა, შედარება, დაჯავშნა და გადახდა.
როგორ მუშაობს პლატფორმა?
Horsetoursguide ორი ურთიერთდაკავშირებული პლატფორმისგან შედგება:
Horsetourguide.com — სივრცე გიდებისა და რანჩოებისთვის
აქ ისინი რეგისტრირდებიან, ქმნიან პროფილს, ტვირთავენ თავიანთ საცხენოსნო ტურებს, აფასებენ სირთულის დონეს, ავსებენ ტურის დეტალებს, ფასებს, ხანგრძლივობასა და უსაფრთხოების პირობას.
Horsetoursguide.com — მთავარი პლატფორმა მომხმარებლებისთვის
აქ ქვეყნდება უკვე გადამოწმებული და დამუშავებული ტურები. მომხმარებლები იღებენ სრულყოფილ ინფორმაციას: დეტალურ აღწერებს, ფოტოებს, რეიტინგებს, ფასებს და შეუძლიათ პირდაპირ ონლაინ დაჯავშნა.
ჩვენი ხედვა
საცხენოსნო ტურიზმი მსოფლიოში სწრაფად მზარდი სფეროა. ჩვენი მიზანია შევქმნათ პლატფორმა, რომელიც არამხოლოდ აერთიანებს საცხენოსნო ტურებს, არამედ განსაზღვრავს ინდუსტრიის სტანდარტებს, ზრდის უსაფრთხოების დონეს, აძლიერებს მცირე ბიზნესებს და საერთაშორისო საცხენოსნო თავგადასავალს ხდის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს, გამჭვირვალეს და კომფორტულს.
2022 წლის მარტში მოვიპოვეთ GITA-ს 30 000 ლარიანი გრანტი, რომლის დახმარებითაც შევძელით აღმოსავლეთ საქართველოს საცხენოსნო ტურიზმის გაციფრულება.
2022 წლის ნოემბერში, გავხდით She’s Next – Empowered by VISA პროგრამის გამარჯვებულები და მივიღეთ 25 000 ლარიანი დაფინანსება, რომელმაც საშუალება მოგვცა გაგვეციფრულებინა დასავლეთ საქართველოს მიმართულებაც.
2023 წლის ნოემბერში მივიღეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება — GITA-ს 150 000 ლარიანი დაფინანსება, რომელმაც უკვე გლობალურ ბაზარზე გასვლისა და Horsetoursguide-ის საერთაშორისო მასშტაბით გაფართოების შესაძლებლობა მოგვცა.
2025 წელს ჩვენთვის განსაკუთრებით აღსანიშნავი წარმატება მივიღეთ — მოვხვდით Forbes 30 Under 30-ის გამარჯვებულთა სიაში მეწარმეობისა და ანტერპრენიორების კატეგორიაში.