Unimate არის სტუდენტებზე ორიენტირებული ციფრული პლატფორმა, რომლის მიზანია უნივერსიტეტებში არსებული სოციალური, საგანმანათლებლო და კარიერული შესაძლებლობების ერთ სივრცეში გაერთიანება და სტუდენტებისთვის მათზე მარტივი, სწრაფი და პერსონალიზებული წვდომის უზრუნველყოფა. პლატფორმა შეიქმნა რეალური სტუდენტური პრობლემის საპასუხოდ, ინფორმაციის ფრაგმენტულობა, შესაძლებლობების დაკარგვა და ადამიანებთან დაკავშირების სირთულე.
დღეს სტუდენტები იძულებულები არიან სხვადასხვა სოციალურ ქსელში, ელფოსტაში, ჯგუფებში და ვებგვერდებზე ეძებონ ინფორმაცია ივენთების, სტაჟირებების, პროექტების, გაცვლითი პროგრამებისა და სტუდენტური აქტივობების შესახებ. ამ პროცესს თან ახლავს დროის დაკარგვა, ინფორმაციის გადამეტებული ნაკადი და მნიშვნელოვანი შესაძლებლობების გამორჩენის რისკი. Unimate სწორედ ამ ქაოსს აგვარებს, ის ქმნის ერთიან ციფრულ ეკოსისტემას, სადაც სტუდენტები პოულობენ როგორც შესაძლებლობებს, ისე თანამოაზრე ადამიანებს.
პლატფორმის ბირთვი ეფუძნება პერსონალიზაციასა და კავშირს. რეგისტრაციისას მომხმარებელი გადის პიროვნული ტიპის ტესტს, უთითებს ინტერესებს, ჰობებსა და მიზნებს. ამ მონაცემებზე დაყრდნობით AI სთავაზობს სტუდენტებს მათთვის ყველაზე რელევანტურ კონტენტს: სხვა სტუდენტებს, ივენთებს, კარიერულ შეთავაზებებსა და აქტივობებს. ეს არ არის უბრალოდ სოციალური ქსელი, ეს არის პერსონალიზებული დამაკავშირებელი პლატფორმა, რომელსაც სწორი ინფორმაცია, სწორ ადამიანთან სწორ დროს მიაქვს.
UG Startup Factory-ის პრეაქსელერაციის საგრანტო პროგრამაში გამარჯვება და დაფინანსების მიღება
MVP პლატფორმის შექმნა და მისი წარმატებული ტესტირება რეალურ სტუდენტურ აუდიტორიაზე
800+ რეგისტრირებული სტუდენტის მოზიდვა პლატფორმის ადრეულ ვერსიაზე
უნივერსიტეტებთან და კომპანიებთან თანამშრომლობის დამყარება